Thursday, June 11, 2015

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბაყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1 820 (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია. 2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი[4]. 2011 წელს დაიწყოჰიდროელექტროსადგურ „ლარსი ჰესის“ მშენებლობა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა და ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.
https://drive.google.com/open?id=1GuF6UVqrAkvsmShR89N8kYThmMTQxErhm4_otRqcXN4&authuser=0

No comments:

Post a Comment