ჰისტამინი წარმოადგენს ბიოგენურ ნაერთს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ამინომჟავა ჰისტიდინის დეკარბოქსილირების შედეგად. ჰისტამინი შეიძლება გამოიყოს აგრეთვე სასუნთქ ორგანოებში არსებული მიკროორგანიზმების მიერ (Branchamella catarhalis, Haemophilus parainfluenzae, Pseudomonas aeruginosa). იგი არის ზოგიერთი შხამისა და სეკრეტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამომწვევი კომპონენტი. ჩვეულებრივ პირობებში, ჰისტამინი შეკავშირებული, არააქტიური სახით გროვდება პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების გრანულებში. სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობა (ანაფილაქსიური შოკი, დამწვრობა, მოყინვა, პოლინოზი, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული დაავადებები), და აგრეთვე ორგანიზმში ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება-ლიბერატორის მოხვედრა იწვევს დეპოდან ჰისტამინის გამოთავისუფლებას. ჰისტამინის გამომათავისუფლებლებს წარმოადგენენ d-ტუბოკურარინი, მორფინი, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული პრეპარატები, პოლიგლუკინი და სხვა მაღალმოლეკულური ნაერთები. ალერგიული რეაქციების დროს წინასწარ სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედებიდან გამოიყოფა ჰისტამინი სხვა მედიატორებთან (ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინები) ერთად. ჰისტამინის სეკრეცია არის კომპლემენტის C3a და C5a კომპონენტების სპეციფიკურ მემბრანულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების, ან ანტიგენის უჯრედებზე ფიქსირებულ IgE-სთან შეკავშირების შედეგი. სისხლში ჰისტაგენის მაქსიმალური კონცენტრაცია რეგისტრირდება მყისიერი ტიპის ჰიპერმგრძნობიარობის რეაქციებში მისი გამოთავისუფლებიდან 5 წუთში, შემდეგ იგი სწრაფად დიფუნდირებს მიმდებარე ქსოვილებში. თავისუფალი ჰისტამინი იწვევს გლუვი კუნთების (ბრონქების კუნთების ჩათვლით) სპაზმს, კაპილარების გაფართოებას და ჰიპოტენზიას. კაპილარებში ჰისტამინის მოქმედებით განპირობებული სისხლის შეგუბება და მათი კედლების განვლადობის გაზრდა იწვევს მიმდებარე ქსოვილთა შეშუპებას. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების რეფლექსურ აგზნებას, რაც განაპირობებს ადრენალინის გამოყოფას (ეფექტი – არტერიოლების შევიწროება და ტაქიკარდია). ჰისტამინი ახდენს კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულირებას. ჰისტამინის მხოლოდ 2-3% გამოიყოფა შეუცვლელი სახით, მისი დანარჩენი ნაწილი დიამინოქსიდაზას მონაწილეობით იმიდაზოლძმარმჟავად გარდაიქმნება. 1950-55 წწ Ash-მა და Schild-მა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ჰისტამინის მოქმედების რეალიზება ხდება რეცეპტორების სულ ცოტა ორი – H1 და H2 ქვეტიპით. უკანასკნელ წლებში ნათელი გახდა, რომ ჰისტამინი არა მარტო ზოგიერთი პათოფიზიოლოგიური მდგომარეობის მედიატორია, არამედ აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც ნეიროგადამცემი. 1983 წ-ს J.M.Arrang-მა და მისმა თანაავტორებმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღმოაჩინეს ჰისტამინერგული რეცეპტორების ახალი ქვეტიპი – H3. H1-, H2-, H3-რეცეპტორები განსხვავდებიან კონფორმაციით და ქსოვილური ლოკალიზაციით. ჰისტამინით H1-რეცეპტორების სტიმულაცია განაპირობებს ვაზოდილატაციას, სისხლძარღვთა გამტარობის გაზრდას, ბრონქებისა და ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმს. H2-რეცეპტორების აგზნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია კუჭის ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერება. H2-რეცეპტორები მონაწილეობენ აგრეთვე გულის ფუნქციების, საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის, სისხლძარღვთა გლუვი კუნთების ტონუსის რეგულირებაში. H1-რეცეპტორებთან ერთად ისინი მონაწილეობენ ალერგიული და იმუნური რეაქციების განვითარებაში. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში წარმოდგენილია ჰისტამინური რეცეპტორების სამივე ტიპი: H1- და H2-რეცეპტორები იმყოფებიან პოსტსინასურ მემბრანებზე, H3-რეცეპტორები ლოკალიზებულია ძირითადად პრესინაფსურად. H3-რეცეპტორების სტიმულაციის დროს ფერხდება ნერვული დაბოლოებებიდან სხვადასხვა მედიატორების გამოთავისუფლება, მათ შორის ჰისტამინის, ითრგუნება სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნების გადაცემა. ისინი უზრუნველყოფენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ძილი/სიფხიზლე, ჰორმონალური სეკრეცია, კარდიოვასკულარული კონტროლი და ა.შ. განსაკუთრებული კვლები ტარდება H3-რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებების შესაქმნელად, რომლის გამოყენების სფერო ითვალისწინებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებას და სიბერის სხვა ჭკუასუსტობას, ფსიქოზებს, ეპილეფსიას და ა.შ. არსებობს სამკურნალო საშუალებების ორი ჯგუფი, რომლებიც ახდენენ ჰისტამინერგულ გადაცემაზე გავლენას: ჰისტამინომიმეტიკები (უშუალოდ აღაგზნებენ რეცეპტორებს ან ზრდიან თავისუფალი ენდოგენური ჰისტამინის შემცველობას) და ჰისტამინოლიტიკები. ეს უკანასკნელები რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით ხელს უშლიან მასთან ჰისტამინის დაკავშირებას, ან ამცირებენ ორგანიზმში თავისუფალი ჰისტამინის დონეს.
https://docs.google.com/presentation/d/1n0dUBSYMaO6cao-SS0dAajd2JVnDXwdUlthfN3kGIYg/edit#slide=id.p8
Wednesday, June 24, 2015
ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა
ძალადობის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა. საქართველოს კანონის თანახმად ოჯახში
ძალადობა გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და
თავისუფების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
ოჯახში ძალადობის
როგორც ძალადობის ცალკეული სახის სპეციფიკა მდგომარეობს თავად ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობის
შინაარსში. ოჯახური ძალადობა სხვადასხვა რეგიონში განპირობებულია საზოგადოების დაბალი
ინფორმირებულობით, დამახინჯებული ტრადიციებით. კონფლიქტი ეხებათ უშუალოდ ერთმანეთთან
ურთიერთობის მქონე პირებს. ეს პრობლემა საქართველოში თითქმის ტაბუდადებულ თემად ითვლება
ეს ნიშნავს მათთვის მათი პირადი ურთიერთობის
განხილვას და მასში ჩარევას. თუმცა ძალადობა თავისი სიმძაფრით ახდენს გავლენას ოჯახის
სხვა წევრებზე, არასრლუწლოვნებზე, ეს იწვევს
ფსიქიკური მდგომარეობის და აზროვნების გაუარესებას. ასევე ეს ფაქტი მომედემბ ადამინის
სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობაზე.
2006 წლის 25 მაისის
კანონი იცავს ოჯახის წევრებს ძალადობისგან. საქართველოში აირს ასევე გახსნილი სპეციალური
დაწესებულებები რომლებშიც დაზარალებულებს სპეციალურ დახმარებას უწევენ.
სტატისტიკის მიხედვით
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007 2014 წლების(იანვარი-ივნისის) პერიოდში
დაფიქსირებულია 1102 ძალადობის გაქტი. მოცემული შვიდი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის
მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი. ჯალადობის გახშირებულ ფაქტებს ბოლო პერიოდში
30-მდე ქალი ემსხვერპლა.
ოჯახური ძალადობის
გამომწვევი მიზეზი სჰეიძლება იყოს, ფინანსური მხარე, აგრესიურლი გარემო, პირველობის
სურვილი ოჯახში, ერთმანეთის აზრის გაუთვალისწინებლობა. ამ პრობლემის აღმოსფხვრელად
საჩიროა თვიდანვე მივმართოთ შესაბამის ორგანოებს
რათა არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება და თვის დროზე იქნას აღმოფხვრილი ეს პრობლემა.
https://docs.google.com/presentation/d/1MKbEnMZe9CxLTyEZSRo7Bx5IHNJ-h8I8PYtpqsPQHLQ/edit#slide=id.p3
https://docs.google.com/presentation/d/1MKbEnMZe9CxLTyEZSRo7Bx5IHNJ-h8I8PYtpqsPQHLQ/edit#slide=id.p3
Thursday, June 11, 2015
https://drive.google.com/open?id=1GuF6UVqrAkvsmShR89N8kYThmMTQxErhm4_otRqcXN4&authuser=0
Subscribe to:
Posts (Atom)